სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სამოქმედო პროცედურის განხილვა

24/12/2015

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სამოქმედო პროცედურის დოკუმენტის განხილვა გაიმართა. 

სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სამოქმედო პროცედურის დოკუმენტი განსაზღვრავს სააგენტოს გამართული ფუნქციონირების საჭირო სამართლებრივ მექანიზმებს.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წარმოდგენილი დოკუმენტი და ყველა პუნქტზე, რომელიც დახვეწას საჭიროებდა, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები. დოკუმენტში შევა როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი ხასიათის შესწორებები.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფოტოები

პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი