გორში საარსებო წყაროების საინფორმაციო ფორუმი გაიმართა

17/10/2019

გორში, საარსებო წყაროების საინფორმაციო ფორუმი გაიმართა, სადაც მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დევნილებს თავიანთი პროგრამები და პროექტები გააცნეს.

საარსებო წყაროების საინფორმაციო ფორუმზე დევნილებს საშუალება ჰქონდათ, ერთ სივრცეში მიეღოთ სასურველი ინფორმაცია შიდა ქართლის რეგიონში მოქმედ საარსებო წყაროების პროგრამების/პროექტების შესახებ.

ღინისშიებაში, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან  ერთად მონაწილეობას იღებდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურებიც. ასევე, ფორუმში მონაწილეობდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში, საარსებო წყაროების პროექტებს/პროგრამებს ახორციელებენ.

ღონისძიება, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

ფოტოები

პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი