სააგენტოში საგრანტო კომისიის შეხვედრები მიმდინარეობს

03/10/2019

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, „განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი საგრანტო კომისიის შეხვედრა გაიმართა. კომისიამ დღევანდელ შეხვედრაზე 18 განაცხადი განიხილა. განმცხადებელ დევნილებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ კომისიას და მათთვის დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინათ.

განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და ითვალისწინებს საშუალო და მცირე საგრანტო პაკეტებს დევნილებისათვის. საშუალო საგრანტო პაკეტის ღირებულება 5 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს საგრანტო პაკეტების მიხედვით. მცირე საგრანტო პაკეტის მაქსიმალური ღირებულება კი 3 000 ლარია.

პროგრამის სამიზნე ჯგუფია სამინისტროს სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებული ბენეფიციარები.

პროგრამა მორგებულია დევნილთა საჭიროებებს, რომლებიც წინასწარ ჩატარებული კვლევის საფუძველდე დადგინდა. კვლევის შედეგების ანალიზით პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელდა სოფლის მეურნეობა და სურსათის გადამუშავება.

გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, შემუშავდა საგრანტო პაკეტები, რომელთა შეთავაზება ხდება პროგრამის სამიზნე ჯგუფისათვის.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში, მხარდაჭერის სამი პაკეტია გათვალისწინებული:

-        მინი ტრაქტორი;

-        მოტობლოკი - ძირითადი იმპლემენტებით

-        მრავალწლიანი კულტურები.

სურსათის წარმოება-გადამუშავების სექტორში დასაფინანსებელი მიმართულებები შეზღუდული არ არის.

საგრანტო კომისიის მომდევნო შეხვედრა 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

ფოტოები

პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი