დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

11/07/2019

„დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამარჯვებულ დევნილთა ვინაობა გამოვლინდა.

იხილეთ გამარჯვებულთა სია.

კომისიის შეხვედრები გასულ კვირას გაიმართა. სულ განხილულ იქნა 113 საგრანტო განაცხადი, რომლებმაც პირველადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები გადალახეს. განხილული განაცხადებიდან კომისიის გადაწყვეტილებით, 50 - მა გაიმარჯვა.

კომისიას, სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლების გარდა თვითონ განმცხადებელი პირებიც ესწრებიან, რომლებიც კომისიის წევრებს დამატებით ინფორმაციას აწვდიან მათ მიერ დაგეგმილი პროექტის შესახებ. ასევე, კომისიის შემადგენლობაში შედიან, კონკრეტული დარგის სპეციალისტები, სახწლმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, რომლებიც პროფესიულ დონეზე აფასებენ განმცხადებლის შესაძლებლობებს.

პროგრამის ფარგლებში, დევნილებს, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, თვითდასაქმების ხელშეწყობისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, სახელობო იარაღებს გადასცემს. სხვა მსგავსი პროგრამებისგან განსხვავებით ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, თბილისის ჩათვლით. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ დევნილებს, რომლებმაც 2015-2019 წლებში დაასრულეს სახელმწიფო პროფესიული კოლეჯები ან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გასაცემი გრანტის მაქსიმალური ოდენობა მიმდინარე წელს გაიზარდა და 2000 ლარი შეადგინა (გასულ წლებში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 1600 ლარი იყო). პროგრამა არ ითვალისწინებს თანადაფინანსებას, დევნილებს მათ მიერ მოთხოვნილი ყველა ნივთი გადაეცემათ ყოველგვარი დანახარჯის გარეშე.

პროგრამა მესამე წელია მიმდინარეობს და უკვე 100 - მდე დევნილმა მიიღო გრანტი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ დევნილთა საშუალო შემოსავალი კი 100-დან 1000 ლარამდე გაიზარდა.

ფოტოები

პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი