განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

20/05/2019

განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და ითვალისწინებს საშუალო და მცირე საგრანტო პაკეტებს დევნილებისათვის. საშუალო საგრანტო პაკეტის ღირებულება 5 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს საგრანტო პაკეტების მიხედვით. მცირე საგრანტო პაკეტის მაქსიმალური ღირებულება კი 3 000 ლარია.

განაცხადების მიღება 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს.

პროგრამის სამიზნე ჯგუფია სამინისტროს სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებული ბენეფიციარები.

პროგრამა მორგებულია დევნილთა საჭიროებებს, რომლებიც წინასწარ ჩატარებული კვლევის საფუძველდე დადგინდა. კვლევის შედეგების ანალიზით პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელდა სოფლის მეურნეობა და სურსათის გადამუშავება.

გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, შემუშავდა საგრანტო პაკეტები, რომელთა შეთავაზება ხდება პროგრამის სამიზნე ჯგუფისათვის.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში, მხარდაჭერის სამი პაკეტია გათვალისწინებული:

  1. მინი ტრაქტორი;
  2. მოტობლოკი - ძირითადი იმპლემენტებით
  3. მრავალწლიანი კულტურები.

სურსათის წარმოება-გადამუშავების სექტორში დასაფინანსებელი მიმართულებები შეზღუდული არ არის.

განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე. 

სრულყოფილად შევსებულ განაცხადთან ერთად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. პირადობის/პასპორტის ასლი;
  2. მიწის საკუთრების/თანასაკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (სასოფლო-სამეურნეო მიმართულების საგრანტო პაკეტების შემთხვევაში)
  3. საგრანტო განაცხადით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ფართის ნებისმიერი სამართლებრივი ფორმით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სურსათის პირველადი წარმოება-გადამუშავების მიმართულების საგრანტო პაკეტის შემთხვევაში)
  4. მრავალწლიანი კულტურების საგრანტო პაკეტზე განმცხადებელმა ზემოთჩამოთვლილ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს 1 ინვოისი, სადაც მითითებული იქნება შესასყიდი კულტურა, ნერგების რაოდენობა, თითოეული ნერგის ფასი, ჯამური ღირებულება და ნერგის მახასიათებლები.

შენიშვნა - ცალკეული განაცხადის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია სააგენტოს მიერ მოხდეს დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა.

დევნილმა, რომელსაც სურს გახდეს წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარი, უნდა შეავსოს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული განაცხადი (დანართი N2) და ჩააბაროს სააგენტოში, რომლის მისამართია ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა ან შევსებული და დასკანერებული განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, შემდეგ მისამართზე: info@livelihood.gov.ge

2019 წლისათვის პროგრამის ბიუჯეტია 100 000 ლარი. დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

პროგრამა სრულად იხილეთ ბმულზე.

ფოტოები

პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი