სააგენტოში მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა

17/05/2019

სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა.

სააგენტომ, მმართველი საბჭოს წევრებს ახალი საგრანტო პროგრამა წარუდგინა განსახილველად.

"განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა", ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს საშუალო და მცირე საგრანტო პაკეტებს დევნილებისთვის. პროგრამის სამიზნე ჯგუფია სამინისტროს სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებული ბენეფიციარები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა სოფლად სახლის პროგრამის ბენეფიციართა საჭიროების კვლევა. შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ განსახლებულ დევნილებს ესაჭიროებათ ფინანსური მხარდაჭერა, რათა გაიუმჯობესონ საარსებო მდგომარეობა. პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელდა სოფლის მეურნეობა და სურსათის გადამუშავება.

2019 წლისათვის პროგრამის ბიუჯეტია 100 000 ლარი. დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

მმართველმა საბჭომ მოიწონა წარდგენილი პროგრამა, რომელიც შემდგომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით დამტკიცდება.

მმართველი საბჭოს სხდომა საჭიროების მიხედვით ინიშნება და განსაზღვრავს სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საქმიანობის სტრატეგიას.

ფოტოები

პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი