დევნილთა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ფარგლებში კომისიამ გამარჯვებულები გამოავლინა

13/05/2019

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, “დევნილთა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის” ფარგლებში, კომისიის შეხვედრა გაიმართა.

კომისიის წევრებმა, II ეტაპზე გადასული 54 განაცხადი განიხილეს. 54-ვე განაცხადი გადამოწმდა ადგილზე და შესაბამისი მონიტორინგის დასკვნის საფუძველზე, კომისიამ გამარჯვებული 15 განაცხადი გამოავლინა. გამარჯვებულთა სია გამოქვეყნდება 14 მაისს.

პროგრამის თანახმად,  სასათბურე მეურნეობის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ იმ დევნილ ოჯახებს,  რომლებსაც, პროგრამის გავრცელების არეალში, საკუთრებაში აქვთ შესაბამისი ზომის მიწის ნაკვეთები. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 240 კვ.მ სათბურის მოწყობა. პროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს.  ერთ დევნილ ოჯახზე გრანტის  მაქსიმალური ოდენობა 13 000 ლარით განისაზღვრა. გრანტის მისაღებად აუცილებელია დევნილის მხრიდან თანადაფინანსება.

საგრანტო პროგრამას, სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ ZRDA-სთან ერთად ახორციელებს.

ფოტოები

პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი