ზუგდიდში პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა

14/03/2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი თამარ გავაშელი, ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულებს შეხვდნენ.

 საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შედგება სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საგრანტო პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ დევნილებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მათი პროფესიის შესაბამისი ხელსაწყოები და ტექნიკა, მათი თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის. „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა“ - ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც სააგენტო უკვე მესამე წელია წარმატებით ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 100 - მდე დევნილი, რომელთა შემოსავალიც, გრანტის მიღების შემდგომ, 100 - დან 1000 ლარამდე გაიზარდა. პროგრამის ფარგლებში გრანტის მოცულობა ერთ განმცხადებელზე 2000 ლარს შეადგენს. პროგრამა არ ითვალისწინებს თანადაფინანსებას და მთელი ქვექნის მასშტაბით ვრცელდება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს და სოციალური მომსახურების სააგენტოს - „პროფესიული მომსაზება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის“ ბენეფიციარებს.

 პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების დაწყებას სააგენტო უახლოეს დღეებში გეგმავს. დევნილმა, რომელსაც სურს გახდეს პროგრამის ბენეფიციარი, უნდა შეავსოს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული განაცხადი და ჩააბაროს სააგენტოში, რომლის მისამართია ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა ან შევსებული და დასკანერებული განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, შემდეგ მისამართზე: info@livelihood.gov.ge

ფოტოები

პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი