მინისტრის მოადგილე სააგენტოს მიერ დაფინანსებული დევნილის საქმიანობას გაეცნო

09/02/2019

საქათველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გავაშელმა და ფონდის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (AAH) წარმომადგენლებმა, „მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული დევნილის საწარმო მოინახულეს.

ნუგზარ ჟვანია აფხაზეთიდან დევნილია, უკვე 25 წელზე მეტია ფოთში ოჯახთან ერთად სამინისტროს მიერ გადაცემულ ბინაში ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, რამდენიმე წლის წინ თავისუფალ  დროს, სამოყვარულოდ, თაბაშირისგან „ალი და ნინო“ - ს ქანდაკება დაამზადა. შემდეგ ამ საქმით უფრო მეტად დაინტერესდა. მალევე თაბაშირიდან ხის მასალაზე გადავიდა და უფრო რთული კონსტრუქცის მქონე ნივთაბის შექმნა დაიწყო. პროდუქცია ადგილობრიბვად გაიყიდა, შედეგად, ბ-ნმა ნუგზარმა გადაწყვიტა საკუთარი მცირე წარმოება წამოეწყო. 2017 წელს,  სსიპ - აწარმოე საქართველოშის დაფინანსება მიიღო და რამდენიმე დასახელების დანადგარი გადაეცა. თუმცა, ნაკეთობს სრულყოფილად დამუშავებისთვის, საჭირო აღჭურვილობა მაინც არ ჰქონდა. ფოთში, საინფორმაციო შეხვედრაზე „მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის შესახებ შეიტყო, სცადა, გაუმართლა და რჩეულ 20 მეწარმე დევნილს შორის მოხვდა. 2018 წლის ბოლოს მიღებული სადურგლო დანადგარების მეშვეობით, ბ-ნ ნუგზარს უკვე შეუძლია საკუთარ საწარმოში სრულყოფილად და გაცილებით სწრაფად დაამზადოს ნაკეთობები, ვიდრე ამას ადრე ახერხებდა. საკუთარ პროდუქციას ბ-ნი ნუგზარი ბათუმში აბარებს სხვადასხვა ტურისტულ ჯიხურებსა და სუვენირების მაღაზიაში. ასევე, კერძო შეკვეთები აქვს ფოთშიც. ბ-ნი ნუგზარის განცხადებით, სახელმწიფო დახმარების შემდეგ საწარმოს მუშაობა, ერთ თვეში, 40 %-ით უკვე გაიზარდა. პროგრამის პირობების გათვალისწინებით, ბ-ნმა ნუგზარმა, თავის საწარმოში, ერთი ადგილობრივი პირი უკვე დაასაქმა.

გასულ წელს, „მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამა“ სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და  ფონდმა „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (AAH), ერთობლივად განახორციელეს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დახმარება მეწარმე დევნილებზე გაიცა, რითიც გაიზრდება მათი საწარმოების ბრუნვა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. სულ, პროგრამის ფარგლებში 20 საწარმო დაფინანსდა, რომლებიც დამატებით, მინიმუმ, ერთ დევნილს, ეკომიგრანტს ან ადგილობრივ პირს დაასაქმებენ. თითოეულ საწარმოს, მათი საქმიანობისთვის საჭირო, 10 000 ლარამდე ღირებულების ნივთები გადაეცა.

მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერა განხორციელდა EPIC პროგრამის ფარგლებში გერმანიის ფედერალური მთავრობის და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით.

ფოტოები

პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი