საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ

21/01/2019

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 30 მოხალისეს მოხალისეობრივი საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა.

საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია სააგენტომ გასული წლის დეკემბრის თვეში ჩაატარა, რომელშიც ჯამში 30 მოხალისე ჩაერთო. მოხალისეები, ზუგდიდის, წალენჯიხის, გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში, კარდაკარის პრინციპით, პირისპირ შეხვდნენ დევნილ ოჯახებს და საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ გააცნეს ინფორმაცია. მოხალისეები 5 000 - მდე დევნილ ოჯახს ესტუმრნენ და საინფორმაციო მასალებიც დაურიგეს.

მოხალისეებს, სერტიფიკატები საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა თამარ გავაშელმა გადასცა.

კამპანია ჩატარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2018-2019 წლების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პარტნიორი იყო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA.

ფოტოები

პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი