სააგენტომ პროექტთან „ზრდა საქართველოში“ მემორანდუმი გააფორმა

14/01/2019

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტთან „ზრდა საქართველოში“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის თანახმად, სააგენტო და პროექტი „ზრდა საქართველოში“ განაგრძობენ „განსახლებულ დევნილთა მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას“ ერთობლივად განხორციელებას, რისთვისაც თითოეული მხარე 100 000 ლარს გამოყოფს.

მემორანდუმს ხელი, სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გავაშელმა და პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს.

საგრანტო პროგრამის თანახმად,  გრანტები გაიცემა სასათბურე მეურნეობის დასაწყებად. თითოეულ დაფინანსებულ ოჯახს შესაძლებლობა ეძლევა მოაწყოს 240 მ2 სასათბურე მეურნეობა. პროგრამა ვრცელდება: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ახალციხის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის, მარნეულის, ბოლნისის, წალკის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილებზე, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ სათბურის განთავსებისთვის საჭირო ზომის მიწის ნაკვეთი. პროგრამის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტების შერჩევისას ყურადღება გამახვილდა ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე მუნიციპალიტეტებსა და სოფლებზე. პროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს.  დევნილ ოჯახზე გრანტის  მაქსიმალური ოდენობა 10 000 ლარით განისაზღვრა. გრანტის მისაღებად აუცილებელია დევნილის მხრიდან თანადაფინანსება.

2018 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე მოეწყო 15 სათბური, სხვადასხვა რეგიონში.

ფოტოები

პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი