საინფორმაციო კამპანიის მოხალისეებს ზუგდიდში ტრენინგი ჩაუტარდათ

14/12/2018

ზუგდიდში, სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 17 მოხალისეს ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგის თემა - „საარსებო წყაროები და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2018-2019 წწ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამები“ იყო. 

ტრენინგზე მოხალისეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სააგენტოს პროგრამებისა და ქვეყანაში მოქმედ სხვა სახელმწიფო საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ, როგორებიცაა: დასაქმების, პროფესიული განათლებისა და სხვა პროგრამები.

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მუდმივად ზრუნავს, რომ დევნილებს სრულად ჰქონდეთ ინფორმაცია როგორც ჩვენი სააგენტოს, ისე სხვა სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ. მოხალისეთა ჩართულობა ინფორმაციის გავრცელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი დევნილებთან პირადად მიდიან, აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას და უწევენ კონსულტაციას დაინტერესების შემთხვევაში. ბოლო ორი წლის მანძილზე, დევნილთა ინფორმირებულობის მაჩვენებელი 43%-დან 84%-მდე გაიზარდა.  საარსებო წყაროების მიმართულებით განხორციელებულ თითქმის ყველა სახელმწიფო პროგრამაში შესამჩნევია დევნილი ბენეფიციარების რიცხვის საგრძნობი მატება. რაც სწორედ ასეთი საინფორმაციო კამპანიიების შედეგია.“, - აღნიშნა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა თამარ გავაშელმა. 

ტრანინგის დასრულების შემდეგ მოხალისეები, კონკრეტულ მისამართებზე, კარდაკარის პრინციპით, პირადად შეხვდებიან დევნილ ოჯახებს, გააცნობენ სახელმწიფო საარსებო წყაროების პროგრამებს და მათში ჩართვის პროცედურებს. ჯამში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 3000-მდე დევნილი ოჯახი პირადად გაეცნობა საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამებს. მოხალისეებს გადაეცათ ბეჭდური მასალები, რომლებსაც ისინი დევნილ ოჯახებს დაურიგებენ. ანალოგიური საინფორმაციო კამპანიის დაწყებას სააგენტო შიდა ქართლის რეგიონშიც გეგმავს. კამპანიის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, 5000 - მდე დევნილ ოჯახს ექნება ინფორმაცია საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

კამპანია მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პრითა - დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2018-2019 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

აღნიშნულ საინფორმაციო კამპანიას საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო  უკვე მესამე წელია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ ZRDA - სთან ერთად ახორციელებს.

ფოტოები

პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი