დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

19/11/2018

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 19 ნოემბერს დაიწყო და 21 დეკემბერის ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადების შევსება მიმდინარეობს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, მისამართზე - ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა. ასევე შესაძლებელია სკანირებული განაცხადის (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) გამოგზავნა სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე - info@livelihood.gov.ge.

განაცხადის ფორმა, შევსების ინსტრუქციასთან ერთად, იხილეთ ბმულზე.

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  2. დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  3. ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით;
  4. განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
  5. განაცხადის მიღების თვეში აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია).

კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცნობა, ფორმა N100 და ა.შ.)

პროგრამაში მონაწილეობისათვის ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში და ჰქონდეს დევნილის აქტიური სტატუსი.
  2. სწავლობდეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  3. სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2017-2019 წლებში.

პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება.

პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება, რომლითაც, ქვეყნის მასშტაბით, უკვე 500 - ზე მეტმა დევნილმა ისარგებლა.

სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნუსხა იხილეთ ბმულზე.

დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა დეტალურად იხილეთ ბმულზე.

ფოტოები

პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი