მეწარმე სუბიექტთა სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში კომისიის შეხვედრა გაიმართა

24/08/2018

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ფონდის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ ერთობლივი პროგრამის ფარგლებში კომისიის შეხვედრა გაიმართა.

კომისიის შეხვედრაში მონაწილეობდნენ თვითონ განმცხადებელი დევნილებიც, რომლებიც საკუთარ პროექტს პირადად წარადგენდნენ და კომისიის წევრების კითხვებს პასუხობნენ. მათ საშუალება ჰქონდათ, წერილობით წარდგენილ განაცხადთან ერთად, ვერბალურად არხსნათ და დაემტკიცებინათ, კომისიის წევრებისთვის, საკუთარი პროექტების მდგრადობა.

კომისიის გადაწყვეტილებით 41 განმცხადებლიდან, რომლებმაც პროგრამასთან შესაბამისობის კრიტერიუმები მანამდე დააკმაყოფილა, 25 გადავიდა შემდეგ ეტაპზე. დაფინანსების მიღების ამ ეტაპზე, საველე მონიტორინგის საშუალებით გამოვლინდება 20 მეწარმე სუბიექტი, რომელიც მიიღებს სუბსიდიას.

გამარჯვებული პროექტები დაფინანსდება 5000 - დან 10000 ლარამდე.

მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დევნილების მიერ მართული სამეწარმეო საქმიანობა,  რათა გაიზარდოს   მათი საწარმოების ბრუნვა და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. დაფინანსების მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, მეწარმე სუბიექტის მხრიდან დევნილი ან ეკომიგრანტი პირის დასაქმება.

პროგრამა ვრცელდება სამეგრელო - ზემო სვანეთის სამ და ქვემო ქართლის ორ მუნიციპალიტეტში. ესენია: მარნეული, თეთრიწყარო, ფოთი, წალენჯიხა და სენაკი.

მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერა ხორციელდება EPIC (Economic Participation of Internally Displaced Persons and Vulnerable Local Population in the South Caucasus) პროგრამის ფარგლებში გერმანიის ფედერალური მთავრობის და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით.

ფოტოები