სააგენტოში კომისიის შეხვედრა გაიმართა

08/05/2018

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში კომისიის შეხვედრა გაიმართა. კომისიის წევრებმა განიხილეს „განსახლებულ დევნილთა მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში შემოსული განაცხადების შესაბამისობა, პროგრამით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. შედეგად, გამოვლინდა იმ განმცხადებელთა სია, რომლებმაც გაიარეს შერჩევის პირველი ეტაპი და აკმაყოფილებენ შესაბამისობის მოთხოვნებს.

„განსახლებულ დევნილთა მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ თანახმად,  სასათბურე მეურნეობის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ იმ დევნილ ოჯახებს,  რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „სახლის შესყიდვის პროგრამის“ ფარგლებში საცხოვრებელი ფართები უკვე  შეუსყიდა. დაფინანსებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრებ დევნილებს.  პროექტის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს.  დევნილ ოჯახზე გრანტის  მაქსიმალური ოდენობა 10 000 ლარით განისაზღვრა. გრანტის მისაღებად აუცილებელია დევნილის მხრიდან თანადაფინანსება.

საგრანტო პროგრამას, სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ ZRDA-სთან ერთად ახორციელებს.

ფოტოები

პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი