სააგენტომ ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყო

30/03/2018

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ახალი საგრანტო პროგრამა გამოაცხადა. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„განსახლებულ დევნილთა მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ თანახმად,  გრანტები გაიცემა სასათბურე მეურნეობის დასაწყებად ან განსავითარებლად. დაფინანსება ეხება იმ დევნილ ოჯახებს,  რომლებსაც დევნილთა სამინისტრომ პროექტის „სოფლად სახლი“ ფარგლებში საცხოვრებელი ფართები უკვე  შეუსყიდა. თითოეულ დაფინანსებულ ოჯახს შესაძლებლობა ეძლევა მოაწყოს 240 მ2 სასათბურე მეურნეობა. დაფინანსებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრებ დევნილებს.  პროექტის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს.  დევნილ ოჯახზე გრანტის  მაქსიმალური ოდენობა 10 000 ლარით განისაზღვრა.

საგრანტო პროგრამას, სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ ZRDA-სთან ერთად ახორციელებს.

განაცხადების მიღება დღეიდან, 30 მარტიდან დაიწყო და 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადები მიიღება პროექტ ZRDA-ს ოფისებში შემდეგ მისამართებზე:

  • ქ. გორი;   სტალინის ქ. N 27/1
  • ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. N 48 
  • ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. N 3
  • ქ. თბილისი, ნ.რამიშვილის ქუჩა I ჩიხი 9

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 555115557 ან 577418516.

წარსადგენი დოკუმენტაცია და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ფოტოები