საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა

15/01/2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა.

სააგენტომ, მმართველი საბჭოს წევრებს ორი ახალი პროგრამა წარუდგინა დასამტკიცებლად. ერთ-ერთი წარდგენილი პროგრამის თანახმად, დევნილთა განსახლების პროგრამის - „სოფლად სახლი“ ბენეფიციარებს სააგენტო სასოფლო-სამეურნეო ინიციატივებს დაუფინანსებს. ხოლო მეორე პროგრამის ფარგლებში გრანტები გაიცემა დევნილების მიერ შექმნილ საწარმოებზე, რომლებიც მიღებული დაფინანსების შედეგად დევნილებს დაასაქმებენ.

მმართველი საბჭოს წევრებმა, პროგრამების შესახებ, საკუთარი მოსაზრებები და კომენტარები წარმოადგინეს, რომლებსაც სააგენტო ასახავს პროგრამების საბოლოო ვერსიებში.

მმართველი საბჭოს სხდომა საჭიროების მიხედვით ინიშნება და განსაზღვრავს სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საქმიანობის სტრატეგიას.

ფოტოები