ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში საბავშვო ბაღი გაიხსნა

10/10/2017

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ირაკლი უჯმაჯურიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო.

სოფელ ოქტომბის საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ ბაღთაგან, რომლებიც პროგრამის  „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფინანსდა. საბავშვო ბაღში მოეწყო ღია გასართობი მოედანი, რომლითაც ბაღის 53 აღსაზრდელი ისარგებლებს. აღნიშნული ინვესტიციის ბიუჯეტმა 9600 ლარი შეადგინა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგრანტო პროგრამის  „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ფარგლებში სულ 30 - ზე მეტი ბაღი დაფინანსდა, მათ შორის მესტიის რაიონის მაღალმთიან სოფლებში. პროგრამის შედეგად მოეწყო მოეწყო ღია გასართობი მოედნები, სრულად აღიჭურვა ბავშვთა საძინებელი ოთახები, მოეწყო სამზარეულო და საგარდერობე ოთახები და სხვა. ერთ ბაღზე ინვესტიციის მაქსიმალური ოდენობა 10 000 ლარია. 

აღნიშნულ საგრანტო პროგრამას, ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებენ. 

ფოტოები