დევნილებისთვის პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა

04/10/2017

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, დევნილთებისთვის პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა.

ფორუმის მონაწილე პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებმა დევნილებს პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიეს და მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს. პროფესიულ კოლეჯებში ჩაბარების მსურველ დევნილებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრის წარმომადგენელების დახმარებით საშუალება ჰქონდათ ადგილზევე დარეგისტრირებულიყვნენ.

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, სააგენტო პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ დევნილებს თვითდასაქმებისთვის საჭირო ხელსაწყოებს შეუსყიდის. ფორუმის დამსწრე დევნილებმა თვითდასაქმების საგრანტო პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს და განაცხადები ადგილზევე შეავსეს.

ფორუმი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

ფორუმში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად მონაწილეობდნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურს ცენტრის, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის "მერმისი", სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის, სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის "სპექტრი", სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯის "იკაროსი", სსიპ პროფესიული კოლეჯის ,,მოდუსი" და სსიპ - საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. 

ფოტოები