მესტიაში საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართა

29/09/2017

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ორგანიზებით, მესტიაში, საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართა, სადაც მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დევნილებს თავიანთი პროგრამები და პროექტები გააცნეს.

საარსებო წყაროების ფორუმზე დევნილებს საშუალება ჰქონდათ, ერთ სივრცეში მიეღოთ სასურველი ინფორმაცია და ჩართულიყვნენ ქვეყანაში მოქმედ საარსებო წყაროების პროგრამებში/პროექტებში.

სააგენტოში მიმდინარე ორი საგრანტო პროგრამის ("ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის" და „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა“) ფარგლებში, დევნილებმა ადგილზე შეავსეს და ჩააბარეს საგრანტო განაცხადები.

ფორუმში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან  ერთად მონაწილეობას იღებდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიც. ასევე, ფორუმში მონაწილეობდნენ იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთში, საარსებო წყაროების პროექტებს/პროგრამებს ახორციელებენ.

საარსებო წყაროების ფორუმი, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

ფოტოები