საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ

12/09/2017

ზუგდიდში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 60-მდე მოხალისეს მოხალისეობრივი საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა.

საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია სააგენტომ მიმდინარე წლის 25 ივლისიდან დაიწყო, რომელშიც ჯამში 60-მდე მოხალისე ჩაერთო. მოხალისეები, ზუგდიდის, წალენჯიხის, გორის, კასპის, ხაშურისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში, კარდაკარის პრინციპით, პირისპირ შეხვდნენ დევნილ ოჯახებს და საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ გააცნეს ინფორმაცია. მოხალისეები ჯამში 6 000 - მდე დევნილ ოჯახს ესტუმრნენ და საინფორმაციო მასალებიც დაურიგეს.

მოხალისეებს, სერტიფიკატები დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA-ს წარმომადგენლებმა გადასცეს.

კამპანია ჩატარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2016-2017 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პარტნიორი იყო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA.

ფოტოები