განსახლებულ დევნილთა მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა

30/03/2018
photo

პროგრამის თანახმად,  სასათბურე მეურნეობის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ იმ დევნილ ოჯახებს,  რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ პროექტის „სოფლად სახლი“ ფარგლებში საცხოვრებელი ფართები უკვე  შეუსყიდა. დაფინანსებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრებ დევნილებს.  პროექტის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს.  დევნილ ოჯახზე გრანტის  მაქსიმალური ოდენობა 10 000 ლარით განისაზღვრა. გრანტის მისაღებად აუცილებელია დევნილის მხრიდან თანადაფინანსება.

საგრანტო პროგრამას, სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ ZRDA-სთან ერთად ახორციელებს.

პროგრამის გავრცელების არეალი იხილეთ ბმულზე.

 განაცხადის შემოტანა შეუძლია:

  1. განმცხადებელი რეგისტრირებულია სამინისტროს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სტატუსი აქტიურია;
  2. განმცხადებელს პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება დაგეგმილი აქვს იმ მიწაზე, რომელიც სამინისტრომ სახლის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, სახლთან ერთად შეუძინა.
  3. განმცხადებელი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს იმ სახლში, რომელიც სამინისტრომ სახლის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში შეუძინა.
  4. განმცხადებელი ცხოვრობს ზრდას სამიზნე მუნიციპალიტეტში
  5. განმცხადებელს საკუთრებაში აქვს 240 კვ.მ. სათბურის მოწყობისთვის საჭირო მიწა

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

განმცხადებელმა, საპროექტო წინადადების მიღებისათვის დადგენილ ვადაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  1. სრულყოფილად შევსებული საგრანტო განაცხადი. ფორმა სრულყოფილად შევსებულად ითვლება, თუ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხია გაცემული.
  2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
  3. იმ მიწის ამონაწერი, რომელზეც უნდა განთავსდეს სათბური. (გამარჯვებულ ბენეფიციარს ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე დაევალება განახლებული ამონაწერის წარდგენა.)

პროგრამის ფარგლებში მიღებული განაცხადების შეფასება ხდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე დგინდება განმცხადებლისა და განაცხადის შესაბამისობა პროგრამით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. მეორე ეტაპი გულისხმობს საგრანტო განაცხადის არსებით შეფასებას.

საგრანტო განაცხადი განხილვის მეორე ეტაპზე გადავა პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში.

განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე.

სპეციალური პირობები, რომლებიც შეტანილი უნდა იქნას ყველა შუამდგომლობაში იხილეთ ბმულზე.

განაცხადები მიიღება პროექტ ზრდას ოფისებში შემდეგ მისამართებზე:

ქ. გორი;   სტალინის ქ. N 27/1

ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. N 48 

ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. N 3

ქ. თბილისი, ნ.რამიშვილის ქუჩა I ჩიხი 9

სათბურის მოწყობის ხარჯების გადანაწილება იხილეთ ბმულზე.

პროგრამასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღები იხილეთ ბმულზე.

პროგრამა სრულად იხილეთ ბმულზე.

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ სააგენტოში ნომერზე: 2 140242, 555115557 ან 577418516

 

უკან დაბრუნება
პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი