მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით

25/10/2016
photo

პროგრამა ითვალისწინებს მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას. მის მიზანს წარმოადგენს ერთი მხრივ, მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით და მეორე მხრივ, სახელმწიფოზე დამოკიდებულებიდან თვითკმარობაზე გადასვლის უზრუნველყოფა.

პროგრამის ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს.

პროგრამა გრძელდება 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პროგრამის სამიზნე კატეგორიაა დევნილი:

  1. მარტოხელა მშობელი, რომელიც ზრუნავს არასრულწლოვან (18 წლამდე ასაკის) შვილ(ებ)ზე; პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა მშობლად ჩაითვლება პირი, თუ:

ა) შვილის დაბადების მოწმობაში მამის ვინაობა არ ფიქსირდება;

ბ) ქვრივია (მეუღლის გარდაცვალება დადასტურებული უნდა იყოს გარდაცვალების მოწმობით ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით);

გ) განქორწინებულია (დადასტურებული უნდა იყოს განქორწინების მოწმობით ან განქორწინების მოწმობის არ არსებობის შემთხვევაში - ადგილობრივი თვითმართველობის მიერ გაცემული ცნობით);

დ) მეუღლე აღიარებულია  უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რაც დადასტურებულია შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებით.

  1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის მქონე (პირველი და მეორე ჯგუფი) ან პირი, რომლის ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (პირველი და მეორე ჯგუფი);
  2. 25 წლის ან ნაკლების ასაკის ახალგაზრდა, რომელიც მართვას ოჯახს - დამოუკიდებლად უვლის არასრულწლოვან დედმამიშვილებს, როცა ა)ორივე მშობელი გარდაცვლილია; ან ბ)ორივე მშობელი მიჩნეულია ქმედუუნაროდ (ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად); ან გ) ერთ-ერთი მშობელი გარდაცვლია, ხოლო მერე- მიცნეულია ქმედუუნაროდ (ცნობილია მხარდაჭერის მიმხღებად).
  3. ხანდაზმული პირ(ებ)ი (60 წლის და მეტი ასაკის), რომელიც მართავს ოჯახს - დამოუკიდებლად ზრდის არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილ(ებ)ს;
  4. ჯგუფი (3-5 ოჯახი), სადაც გაერთიანებულია ზემოაღნიშნული პირების უმრავლესობა და ერთი დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლები არიან.

შემოთავაზებული საგრანტო განაცხადი ორიენტირებული უნდა იყოს  იმ დევნილების საქმიანობაზე, რომლებსაც შეუძლიათ თავისი საარსებო წყაროების განვითარება/გაუმჯობესება და შემოსავლის გაზრდა.

საგრანტო კომისია პრიორიტეტს მიანიჭებს უკიდურესად მოწყვლად განმცხადებლებს. პრიორიტეტის მინიჭება განხორციელდება შემდეგ მონაცემებზე დაყრდნობით:

  1. განმცხადებელთა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალური ქულა. შესაბამისი მაჩვენებელი ჩაშლილია სამ ჯგუფად:

პრიორიტეტულობა

I

II

III

სოციალური ქულა

 

57 001-100 001

>100 001

  1. 18 წლამდე ასაკის შვილების რაოდენობა ოჯახში (უფრო მეტი შვილის მყოლ ოჯახებს მიენიჭებათ პრიორიტეტი თითოეულ ჯგუფში)
  2. ოჯახის მმართველის სქესი (სოციალური ქულის მიხედვით, პირველ ჯგუფში მოხვედრილ განმცხადებლებს შორის უპირატესობა მიენიჭებათ ქალების მიერ მართულ ოჯახებს.

თანადაფინანსების მთლიანი მოცულობა შეადგენს 80 პროცენტს, ამავე დროს თანადაფინანსების მოთხოვნილი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარს ინდივიდუალური განაცხადებისთვის და 5000 (ხუთი ათასი) ლარს ჯგუფური განაცხადებისთვის.

შესაძლებელია თანადაფინანსების ოდენობა გაიზარდოს 10 000 (ათი ათასი) ლარამდე, თუ ინვესტიციას ექნება ისეთი შედეგი, როგორიცაა დასაქმება/თვითდასაქმება ან მაღალი შემოსავლის მიღება. ამ მიმართულების განაცხადები საჭიროებს ექსპერტის მიერ შეფასებას და ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბებას.

პროგრამის მიზნებისათვის, შემუშავდა თანადაფინანსების წილის გამოსათვლელად სახელმძღვანელო სქემა, რომლის მიხედვითაც:

პრიორიტეტულობა

I

II

III

ბენეფიციარისგან მოთხოვნილი თანადაფინანსების წილი

20%

30%

50%

პროგრამის მიზნებია:

  1. დევნილთა ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის ჩართვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესება, მათი შემოსავლის ზრდა, სოციალური მდგომარეობის გაძლიერება გრანტების გაცემის გზით ინვესტიციების მხარდაჭერით;
  2. სიღარიბის შემცირება, სასოფლო-სამურნეო წარმოებისა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესება.

პროგრამის მიზნებისათვის, განმცხადებელმა უნდა დააკმაყოფილოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს დასაშვებობისა და შესაბამისობის კრიტერიუმებს. განიხილება იმ განმცხადებელთა ინიციატივები, რომლებიც შეესაბამებიან ზემოთხსენებულ კრიტერიუმებს.

დასაშვებობისკრიტერიუმი - განაცხადი რომ ჩაითვალოს დასაშვებად, აუცილებელია განმცხადებელი იყოს დევნილის აქტიური სტატუსის მქონე და იყოს რეგისტრირებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში.

შესაბამისობისკრიტერიუმები - დასაშვებობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, განმცხადებელი ფასდება შესაბამისობის კრიტერიუმებით. განმცხადებელი უნდა იყოს საარსებო შემწეობის ან დევნილთა შემწეობის მიმღები და ამასთანავე, უნდა შეესაბამებოდეს ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას:

  1. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი დევნილი მარტოხელა მშობელი არასრულწლოვანი შვილით;
  2. ოჯახი, რომლის წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა;
  3.  ახალგაზრდ(ებ)ის მიერ მართული ოჯახი;
  4. ხანდაზმულ(ებ)ის მიერ მართული ოჯახი.

საქმიანობისსფერო - ინვესტიციები

  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის;
  • სურსათის წარმოებისთვის;
  • სასოფლო-სამეურნეო შემოსავლის გაუმჯობესებისთვის;
  • სოციალური ინფრასტრუქტურა/სოციალური საწარმოს ინვესტიცია;
  • სოფლად ეკონომიკური საქმიანობის განვითარებისთვის მოწყობილობებისა და სამშენებლო მასალების შეძენა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც შემოსავლის მომტანი და დასაქმების ხელშემწყობი საქმიანობა.

პროგრამის მიზნებისათვის, ბენეფიციარის მხრიდან წილობრივი მონაწილეობა წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას. ამასთანავე, თანამონაწილეობის პროცენტული მაჩვენებელი შესაძლოა იყოს განსხვავებული მოწყვლადობის დონიდან გამომდინარე. განმცხადებლის მხრიდან თანამონაწილეობის მაქსიმალური ზღვარია ინიციატივის ჯამური ღირებულების 50%. მინიმალური ზღვარი კი შეადგენს ინიციატივის ჯამური ღირებულების 20%, არაუმეტეს 2 500 ლარისა.

საგრანტო განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

საგრანტო განაცხადის ფორმას თან უნდა დაერთოს საჭირო დოკუმენტაცია:

ა)განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობა/პასპორტი) ასლი;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში);

გ) მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი ცნობა (საჭიროების შემთხვევაში);

დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა, ან/და მშობლის ქმედუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ განმცხადებელი მხარდაჭერის მიღებას ითხოვს, როგორც 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდის მართული ოჯახი;

ე) შვილიშვილ(ებ)ის მშობლების გარდაცვალების მოწმობა, თუ განმცხადებელი მხარდაჭერის მიღებას ითხოვს, როგორც ხანდაზმულის მიერ მართული ოჯახი;

ვ)საგრანტო განაცხადში ჩამოთვლილი საქონლის ან მომსახურების მომწოდებლის შემოთავაზება ან ინვოისი;

ზ)მომწოდებლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ მომწოდებელი ფიზიკური პირი ან ინდ.მეწარმეა - პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი და იმ შემთხვევაში, თუ მომწოდებელი იურიდიული პირია - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან);

თ) მიწის ნაკვეთის საკუთრების, ფლობის, გამოყენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (მებაღეობისა და სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის ინვენტარის შემთხვევაში);

ი) საქონლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ლაბორატორიის სერთიფიკატი/ფორმა) საჭიროების შემთხევაში.

განაცხადების მიღების ვადები: 

თვე/წელი

კონკურსი

განხილვა

25-31 ოქტომბერი/ 2016 წელი

X

 

1 - 30 ნოემბერი/ 2016 წელი

 

X

1-30         ნოემბერი/2016 წელი

X

 

1-31         დეკემბერი/2016 წელი

 

X

1-30         იანვარი/2017 წელი

X

 

1-28 თებერვალი/2017 წელი

 

X

1-31 მარტი/2017 წელი

X

 

1-30 აპრილი/2017 წელი

 

X

საგრანტო განაცხადების მიიღება შესაძლებელია:

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში - ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში:

აჭარისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო, ქ. ზუგდიდი, ხუბულავას ქ N6

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო, ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27

შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანო, ქ. გორი, შმაგის ქ. N1

პროგრამა დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

უკან დაბრუნება
პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი