დევნილთა საარსებო წყაროების შექმნის/გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

29/03/2016

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აცხადებს განმეორებით საგრანტო კონკურსს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონზე.

პროგრამის მიზანია, ერთის მხრივ, ხელი შეუწყოს დევნილთა სოციალურ - ეკონომიკურ ინტეგრაციას მათ საცხოვრებელ ადგილზე, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოს მათი სახელმწიფო სუბსიდიაზე დამოკიდებულებიდან, თვითდასაქმებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსების გზით, თვითკმარობაზე გადასვლა.

2016 წლისათვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხის მოცულობა 100 000 ლარს შეადგენს.

პროგრამისპრიორიტეტულიმიმართულებებია:

  1. სასოფლოსამეურნეოინიციატივებისმხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს თანადაფინანსებული გრანტების გაცემის გზით სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების დაფინანსებას, სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის/მექანიზაციის შესყიდვას;
  2. თვითდასაქმებაზეორიენტირებულისოციალურიინიციატივების  მხარდაჭერაროგორიცაა მცირე ბიზნეს ინიციატივებისა და თვითკმარობაზე მიმართული პროექტები.

საგრანტო განაცხადებს განიხილავს და შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით გამარჯვებულებს გამოავლენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ შექმნილი საგრანტო კომისია, რომლის წევრებსაც სამინისტროსა და სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად დამოუკიდებელი ექსპერტები წარმოადგენენ.

საგრანტო კონკურსისა და საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს და სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე www.mra.gov.ge და www.livelihood.gov.ge. ასევე სამინისტროს და სააგენტოს Facebookგვერდებზე. 

საგრანტო განაცხადები და წინადადებები მიიღება საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღიდან. საგრანტო განაცხადებისა და წინადადებების ჩაბარებისბოლოვადაა 2016 წლის4 აპრილი, 18:00 საათი.

 

განცხადება განმეორებითი საგრანტო კონკურსის გამოცხადების თაობაზე

საგრანტო პროგრამა

მიმართულებების აღწერა

გზამკვლევი

საგრანტო განაცხადისა და საგრანტო წინადადების ფორმა

დანართი N1 - პროექტის ლოგიკური ჩარჩო

დანართი N2 - ბიუჯეტის ფორმა

დანართი N3 - თანდართული საბუთების ნუსხა

საგრანტო კომისიის ოქმი N4 - ხელახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ

უკან დაბრუნება