აღნიშნული პროგრამის სამიზნე რეგიონების განსაზღვრა მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ბენეფიციართა საცხოვრებელი ადგილისა და რაოდენობის მიხედვით. აქცენტი გაკეთდა იმ რეგიონებზე, სადაც ზემოთხსენებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი ყველაზე მეტი დევნილია რეგისტრირებული.
განმცხადებელი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საგრანტო კონკურსში.
განმცხადებელი ორგანიზაციის დასაშვებობის კრიტერიუმების მიხედვით, საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, შესაბამისად ორგანიზაციები, რომლებიც სხვა ნებისმიერი სამართლებრივი ფორმით ფუნქციონირებენ, მოკლებულნი არიან საგრანტო განაცხადის წარდგენის შესაძლებლობას.
პროგრამის სამიზნე რეგიონებია: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი. კვების ობიექტი შესაძლებელია იყოს დასაშვები საქმიანობა, თუკი იგი ხორციელდება ზემოთხსენებულ რეგიონებში და იმ მოთხოვნათა დაცვით, რაც განსაზღვრულია საგრანტო პროგრამის ფარგლებში.
თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივის მხარდაჭერაში იგულისხმება გრანტის მიმღები არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ დევნილთა მიერ მათთვის წარდგენილი მცირე ბიზნეს ინიციატივების დაფინანსება.
შემოთავაზებული საგრანტო პროგრამის კონკრეტული მიზანია ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება. ორგანიზაციებს, რომლებიც ფუნქციონირებენ პროგრამის სამიზნე რეგიონებისაგან განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალში, საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსშითუკი მათ გააჩნიათ საჭირო მატერიალური და ადამიანური რესურსი.
არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც წარმოადგენს საგრანტო განაცხადს რომელიმე კონკრეტულ ლოტზე/ლოტებზე, განაცხადში აუცილებლად უნდა მოიცვას პროგრამის ორივე პრიორიტეტული მიმართულება: სასოფლო სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა.
იმ შემთხვევაში თუ დევნილის ინიციატივა გულისხმობს, დამატებითი მუშა-ხელის/პერსონალის დაქირავებას, მათთვის განკუთვნილი სახელფასო ხარჯების ანაზღაურება პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით ვერ განხორციელდება.
დევნილის ინიციატივა, რომელიც ეხება მცირე ბიზნესის წამოწყებას/გაფართოვებას გულისხმობს, რომ დაფინანსების მიღების შემთხვევაში, მცირე ბიზნესს წარმართავს დევნილი. არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ერთ ეტაპზე არ არის ჩართული ბიზნეს საქმიანობაში.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია კონკრეტული ვადა, როგორც შეკითხვების დასმისათვის, ისე დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეხვედრისათვის. პირველ შემთხვევაში დაწესებული ვადის ათვლა იწყება პროგრამის გამოცხადების დღიდან და შეკითხვების მიღება წყდება 2016 წლის 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე. ვადის დაცვით გამოგზავნილი ყველა შეკითხვა შესაბამის პასუხებთან ერთად 2016 წლის 23 თებერვალს, ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე აიტვირთება შემდეგ მისამართზე: http://livelihood.gov.ge/ge/faq. შეხვედრა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან გაიმართება 2016 წლის 26 თებერვალს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში.
რეგიონების მიხედვით გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვლინდებიან 2016 წლის 18 მარტს. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება შემდეგ ვებ-გვერდებზე: www.mra.gov.geდა www.livelihood.gov.ge . აქვე იქნება მოცემული თითოეულ რეგიონში პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსის მქონე სუბიექტებს.
ორგანიზაციის დასაშვებობის კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც დეტალურად არის გაწერილი გზამკვლევში, განმცხადებელ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება საარსებო წყაროების, სოციალური პროექტების ან ზოგადად დევნილებზე მიმართული პროექტების განხორციელების კუთხით. თუ თქვენი ორგანიზაცია სხვა კრიტერიუმებთან ერთად (მაგ. ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტატუსი და ა.შ.) შეესაბამება დაწესებულ მოთხოვნებს, რა თქმა უნდა თქვენ სრული უფლება გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში.
პროექტის ბენეფიციართა მითითებული რაოდენობა, მაგ. 80 ბენეფიციარი სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში, გულისხმობს, რომ 80 დევნილი უნდა იყოს პირდაპირი ბენეფიციარი, ანუ 80 დევნილის საპროექტო ინიციატივა უნდა დაფინანსდეს. კონსულტაციით მოსარგებლე არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულ ბენეფიციარად.
ჯგუფური ინიციატივების დაფინანსება წინამდებარე საგრანტო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული არ არის.
ბენეფიციარად ჩაითვლება მხოლოდ პირდაპირი ბენეფიციარი როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე სოციალური ინიციატივების დაფინანსების შემთხვევაში.
ჯგუფებზე დაფინანსების გაცემის საკითხთან დაკავშირებით იხ. 15 შეკითხვის პასუხი. რაც შეეხება ინდივიდებს, მათი ინდ. მეწარმეებად დარეგისტრირება სავალდებულო არ არის.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა წინამდებარე საგრანტო პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებს არ შეესაბამება.
„დევნილთა საარსებო წყაროების შექმნის/გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში თანაბრად პრიორიტეტულია როგორც ახალი ინიციატივების დაფინანსება, ასევე არსებული საქმიანობის მხარდაჭერა.
კონკრეტული რაოდენობრივი მოთხოვნა არ არსებობს. მთავარია, რომ განმცხადებელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საპროექტო განაცხადის შედგენისას გაითვალისწინოს და უზრუნველყოს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს უნდა შესთავაზოს ორივე მიმართულების შესაბამისი ინიციატივების დაფინანსება.
ტრენინგების დაგეგმვა დასაშვებია, თუმცა პროექტის აგება მხოლოდ ტრენინგებზე არ არის მისაღები. ტრენინგისათვის საჭირო თანხა გამოითვლება პროგრამული ხარჯებიდან და ისე უნდა განსაზღვროთ, რომ კონკრეტულ რეგიონზე მითითებული ბენეფიციართა ინიციატივების დაფინანსებისათვის საკმარისი თანხა დარჩეს.
ერთი და იმავე ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა განაცხადი გააკეთოს ოთხივე ლოტზე, თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ საგრანტო განაცხადი შეივსოს ცალ-ცალკე თითოეული ლოტისათვის.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დასაშვებია, რომ განმცხადებელ ორგანიზაციას პარტნიორად (და არა თანაგანმცხადებლად) ჰყავდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
პარტნიორების რაოდენობა შეზრუდული არ არის.
პროგრამის ზოგად მიზანს წარმოადგენს, დევნილების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა მათ საცხოვრებელ ადგილებზე. აქედან გამომდინარე, თუ არსებობს მჭიდრო კავშირი და ამავდროულად, ფიზიკური შესაძლებლობა, რომ დევნილმა მისი საცხოვრებლიდან მოშორებით მდებარე მიწის ნაკვეთზე წარმატებით მოახერხოს მდგრადი პროექტის განხორციელება, ასეთი ინიციატივის დაფინანსება შესაძლებელია. სასოფლო-სამეურნეო მიწასა და დევნილს შორის კავშირი და შესაძლებლობა უნდა იყოს აშკარა და მანძილი არ უნდა იყოს დევნილის საცხოვრებელ ადგილზე ინტეგრაციისა და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული საარსებო წყაროს შექმნის მიზნის განხორციელების ხელისშემშლელი ფაქტორი.
პრიორიტეტი ენიჭება მხოლოდ დევნილთა სამინისტროს მიერ გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ დევნილებს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გულისხმობთ დევნილის მიერ თანადაფინანსებისათვის საჭირო თანხის მოძიებას ბიზნეს სუბიექტთან დაკავშირების გზით, მაშინ ასეთი აქტივობა დასაშვებია.
ფულადი სახრსების მოძიება სხვა წყაროდან დასაშვებია.
საგრანტო განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაციებს.
განხორციელებული პროექტების სიას შესაბამისი ბიუჯეტისა და დონორის მითითებით.
დეტალურად კრიტერიუმების ჩამონათვალი და შესაბამისი ქულები შეგიძლიათ იხილოთ გზამკვლევის დოკუმენტში შემდეგ ბმულზე http://livelihood.gov.ge/ge/news/32-saministrom-devnilta-saarsebo-tskharoebit-uzrunvelkhopistvis-sagranto-konkursi-gamoatskhada
გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილების ერთიანი ბაზა რეგულარულ რეჟიმში განახლდება სამინისტროში და ინფორმაციის გადამოწმება პროექტის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია.
დიახ. დევნილ მოსახლეობას შეუძლია საპროექტო ინიციატივების წარდგენა შესაბამის რეგიონში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
შრომითი წვლილის გარდა მატერიალურ კონტრიბუციად შეიძლება ჩაითვალოს მაგალითად, გარკვეული ქონების ფლობა, რომელიც დევნილის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი კომპონენტია.