ნატურალური მეურნეობის პრინციპები

„ ნატურალური მეურნეობის“კარგად გასაგებად ალბათ უმჯობესია, თუ მას ჩვეულებრივ, „ცივილურ მეურნეობას“ შევადარებთ.ტერმინები “ნატურალური მეურნეობა“ და „ეკოლოგიური მეურნეობა“ ზუსტად ერთსა და იმავე რამეს აღნიშნავს. უბრალოდ, როცა ვიყენებთ ტერმინ „ნატურალურ მეურნეობას“,  აქცენტი კეთდება იმ ფაქტზე, რომ მეურნე ცდილობს ბუნების მიბაძვას. მაგალითად, რაიმეს დასათესად ის არ ხნავს მიწას, არამედ მომწიფებულ თესლს ნიადაგზე აბნევს და შემდეგ მას ჩალის ან ფოთლების თხელი ფენით ფარავს. ზუსტად ისე, როგორც ბუნებაში ხდება. იქ ხომ მომწიფებული თესლი მიწაზე ცვივა და შემდეგ ჩამოცვენილი ფოთლით ან ჩაწოლილი ბალახით იფარება. როცა ტერმინ ,,ეკოლოგიურ მეურნეობას“ ვიყენებთ, ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ მცენარისთვის ძალზე მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიაც ის იზრდება. ეს გარემოა ნიადაგი, მეზობელი მცენარეები, მწერები.... მცენარე განიხილება, როგორც ეკოსისტემის ნაწილი და ვზრუნავთ   არა ცალკეულ მცენარეზე, არამედ მთლიანი ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობასა და სიჯანსაღეზე. უფრო დაწვრილებით დასახელებულ ტერმინებს განვიხილავთ თავში “ტერმინთა განმარტებები“.

ნატურალური მეურნეობის პრინციპების შესახებ დაწვრილებით იხილეთ თანდართულ ფაილში

  ნატურალური მეურნეობის პრინციპები