გხამკვლევი: სამეწარმეო საფუძვლები

გზამკვლევის მიზანია დაეხმაროს დამწყებ მეწარმეს. მისი ძირითადი დანიშნულებაა იყოს მაქსიმალურად პრაქტიკული, გამოყენებადი და გაუზიაროს დაინტერესებულ პირებს ის ინფორმაცია, ცოდნა და გამოცდილება, რომელიც კრიტიკული
გამხდარა მათი წინამორბედებისთვის.

გზამკვლევს საფუძვლად უდევს ავტორისეული ანალიზი, მრავალწლიანი დაკვირვება და დამწყები ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა.

მნიშვნელოვანი როლი გზამკვლევის შექმნაში ითამაშა ბათუმის ბიზნეს ინკუბატორში მიღებულმა გამოცდილებამ. ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი წარმოადგენს აჭარის რეგიონში გაეროს განვითარების პროგრამის პროექტს ახალდამწყები ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით. მეტი ინფორმაცია ბიზნეს ინკუბატორის შესახებ შეგიძლიათ მოიპოვოთ ვებ გვერდზე www.bbi.ge