საგადასახადო ურთიერთობები: ბროშურები შემოსავლების სამსახურისგან

შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბროშურებში მოყვანილია ინფორმაცია საგადასახადო ვალდებულებების, გადასახადების ტიპების, შეღავათებისა და ანგარიშგების სისტემების შესახებ. ჩამოტვირთეთ ბროშურები და გაეცანით მოკლე და მაგალითებით მდიდარ მასალას.

გადასახადის განაკვეთები და გადახდის პირობები

არსებობს საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი სახის გადასახადები.

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), აქციზი, იმპორტის გადასახადი. ადგილობრივი გადასახადია ქონების გადასახადი.

პუბლიკაციაში მოკლედ, ცხრილის სახით არის მოყვანილი გადასახადის სახეები, მათი გადახდისა და გაანგარიშების წესი და გადახდის ვადები.

  გადასახადის განაკვეთები და გადახდის პირობები

ფიქსირებული გადასახადი: მაგალითები

თუ თქვენ ეწევით ავტომობილების ტექნიკური მომსახურებას და რემონტს, გაქვთ პურის საცხობი თონე, ან ეწევით თმის შეჭრის, შესწორების, მაკიაჟის, სახის მასაჟის, წარბების კორექციის, ეპილაციის, დეპილაციის, მანიკიურის, პედიკიურის მომსახურებას, თქვენ უფლება გაქვთ, საშემოსავლო/მოგების გადასახადის ნაცვლად გადაიხადოთ ფიქსირებული გადასახადი.

 
შემოსავლების სამსახურის სერვისები:

ელექტრონული მომსახურების სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ საშუალება გეძლევათ სასურველი მომსახურება მიიღოთ შემოსავლების სასამხურში პირადი ვიზიტის გარეშე. უბნის საგადასახადო ოფიცერი - ეს არის შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც კონკრეტულ სამოქმედო უბანზე არის მიმაგრებული და უზრუნველყოფს ამ ტერიტორიაზე მოქმედი გადასახადის გადამხდელის კონსულტირებას საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შემოსავლების სამსახურის მიერ ასევე დაინერგაპირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურება.

 
მედიაცია:

მედიაცია წარმოადგენს საგადასახადო დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას, რომლითაც იქმნება შესაძლებლობა, გადაწყდეს სადავო საკითხები მანამდე, სანამ შედგენილი იქნება შემოწმების აქტი და გამოიცემა საგადასახადო მოთხოვნა.