მეწარმეობა: სახელმძღვანელო

წინამდებარე სახელმძღვანელო შედგენილია სტანდარტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის სავალდებულო მოდულის "მეწარმეობის" სწავლებისათვის და მოიცავს ყველა იმ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რაც აუცილებელია მცირე ბიზნესის დასაწყებად, რომლიც მიზნად ისახავს სტუდენტებს დაეხმაროს მეწარმეობრივი ხედვის განვითარებაში და მისცეს მათ მოტივაცია თვითონვე წამოიწყონ ბიზნესი. ვინაიდან, ბიზნესი (მეწარმეობა) უზრუნველყოფს პირთა დასაქმების ან თვითდასაქმების შესაძლებლობას, ამასთან ერთია, იყო დასაქმებული და მეორე, იყო დამსაქმებელი, ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს მისი საქმიანობის შესახებ. სახელმძღვანელოს შინაარსი კი მათ მისცემს სათანადო ცოდნას და დაეხმარება იმ უნარების განვითარებაში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გააკეთონ არჩევანი იყვნენ თვითდასაქმებულნი, დააფუძნონ მცირე საწარმო ან განახორციელონ ცვლილებების შეტანა არსებული საოჯახო ბიზნესის ფუნქციონირებაში და უზრუნველყონ სხვათა დასქმება. სახელმძღვანელო დაყოფილია 6 ნაწილად და 25 თავად. თითოეული თავის ბოლოს მოცემულია სავარჯიშოები და კითხვები თვითშემოწმებისათვის, რაც სტუდენტებს დაეხმარებათ თეორიულად მიღებული ცოდნა გამოიყენონ მათ მიერ შერჩეული ბიზნესის ორგანიზებისათვის და პრაქტიკულად განახორციელონ ესა თუ ის აქტივობა.

 მეწარმეობა: სახელმძღვანელო