ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2013 წელს მომზადებული ეს გზამკვლევი გაგიწევთ დახმარებას თუ გსურთ ბიზნესის წამოწყება, ან უკვე გაქვთ საკუთარი ბიზნესი და გსურთ მისი გაფართოება და ახალი ბაზრების ათვისება. მისი საშუალებით თქვენ მიიღებთ ინფორმაციას ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. კერძოდ, სად და როგორი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ საწარმო; რა გადასახადებით დაიბეგრებით და როგორია მათი განაკვეთები; რა სახის ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები დაგჭირდებათ ბიზნეს-საქმიანობისათვის; როგორ უნდა შეადგინოთ ბიზნეს-გეგმა, რა ძირითად საკითხებს მოიცავს იგი და როგორია მისი ზოგადი სტრუქტურა; როგორ მოიძიოთ ფულადი რესურსები და როგორ მიიღოთ ბიზნეს-კონსულტაციები. ასევე, რომელ უწყებას უნდა მიმართოთ თქვენთვის საჭირო სხვადასხვა მომსახურების მისაღებად და რა პროცედურების გავლაა საჭირო.
ამ გზამკვლევის დახმარებით თქვენ მიიღებთ საჭირო ინფორმაციას და დაზოგავთ დროსა და ენერგიას.
წარმატებული ბიზნესის წამოსაწყებად გაიარეთ 10 მარტივი საფეხური:
დაფიქრდით, აქვს თქვენ ბიზნესს განვითარების პოტენციალი? ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს ბროშურა იქნება თქვენი გზამკვლევი ბიზნესის სფეროში წარმატების მისაღწევად.