დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ყველა დევნილს, რომელიც 2017-2019 წლებში ჩაირიცხა სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სწავლის პერიოდში, აუნაზღაურებს ტრანსპორტირების ხარჯებს.
დევნილმა, რომელსაც სურს გახდეს წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარი, უნდა შეავსოს განაცხადი და ჩააბაროს სააგენტოში, მისამართზე - ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა ან სკანირებული განაცხადი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე - info@livelihood.gov.ge
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: შეზღუდვის დამადასტურებელი ცნობა, ფორმა N100 და ა.შ.)
ჩამოთვლილი დოკუმენტაციიდან რომელიმეს დაურთველობის შემთხვევაში სააგენტო განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს აღნიშნულის შესახებ. ცნობად ჩაითვლება განმცხადებლისათვის როგორც წერილობითი, ისე სატელეფონო შეტყობინება.
განაცხადის ფორმა, შევსების ინსტრუქციასთან ერთად, იხილეთ ბმულზე.
პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდება ყველა საჭიროების მქონე დევნილი. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური რესურსი ყველა განაცხადის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ იქნება, სააგენტო უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს სოციალურად დაუცველ დევნილებს.
პირი, რომელსაც სურს გახდეს სააგენტოს წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
პროგრამა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნუსხა იხილეთ ბმულზე.
დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა დეტალურად იხილეთ ბმულზე.
უკან დაბრუნება