მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამა

13/09/2018
photo

მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება დევნილების მიერ მართული სამეწარმეო საქმიანობა,  რათა გაიზარდოს   მათი საწარმოების ბრუნვა და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. პროგრამა ხელს შეუწყობს  მეწარმეობის თეორიული და პრაქტიკული საკითხების გაცნობის, ფინანსებთან ხელმისაწვდომობის, ახალი ტექნოლოგიების გაცნობისა და/ან გაუმჯობესებული მარკეტინგისა და გაყიდვების საშუალებით  მეწარმე სუბიექტის  სამეწარმეო საქმიანობის  განვითარებასა და გაფართოებას.

პროგრამა ვრცელდება სამეგრელო - ზემო სვანეთის სამ და ქვემო ქართლის ორ მუნიციპალიტეტში. ესენია: მარნეული, თეთრიწყარო, ფოთი, წალენჯიხა და სენაკი.

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორ ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე, დაინტერესებული პირები შეავსებენ საპროექტო იდეის ფორმას, რომელიც გავრცელდება ხუთივე სამიზნე მუნიციპალიტეტში. საპროექტო იდეების შერჩევა განხორციელდება ამ მიზნით შექმნილი ერთობლივი კომისიის მიერ. შერჩევის ეტაპს გადალახავს ის საპროექტო იდეები, რომლებიც საპროექტო იდეების შეფასების ფორმით გათვალისწინებულ ყველა კითხვაზე დადებით პასუხს მიიღებს.

გამარჯვებული პროექტები დაფინანსდება 5000 - დან 10000 ლარამდე.

იხილეთ განაცხადის ფორმა.

განმცხადებლის მიერ, პირველადი საპროექტო იდეის ფორმის ჩაბარება მოხდება ფონდის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ და/ან სააგენტოს წარმომადგენელისთვის მითითებულ დროს:

  • 18 ივნისი, 2018 - ფოთი- დევნილთა ახალი დასახლება- ბაგა-ბაღის შენობა 10:00-13:00

სენაკის მუნიციპალიტეტი. დევნილთა სამხედრო დასახლება- სათემო განათლების ცენტრი 14:00-17:00

  • 19 ივნისი, 2018 -  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია 10:00-13:00

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 10:00-13:00

თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტი, სოფელი კოდა, სათემო განათლების ცენტრი -14:00-17:00

აღნიშნული თარიღების შემდეგ პირველადი საპროექტო იდეის განაცხადები არ მიიღება.

საგრანტო პროგრამას, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ფონდთან „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (AAH) ერთად ახორციელებს.

პროგრამა სრულად იხილეთ ბმულზე.

უკან დაბრუნება