პროგრამის მიზანია, დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობა მათთვის სახელობო იარაღების შესყიდვის გზით.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს - „პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის“ სერტიფიცირებულ 50 დევნილს, თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მათი პროფესიის შესაბამისი ხელსაწყოები და ტექნიკა. ერთ ბენეფიციარზე გასაცემი გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 2000 ლარი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, გამოიკვეთა იმ პროფესიათა ჩამონათვალი, რომლის კურსდამთავრებულებსაც აქვთ თვითდასაქმების შესაძლებლობა. პროგრამის ფარგლებში შეირჩა 100 - ზე მეტი პროფესია, რომლის კურსდამთავრებულსაც აქვს შესაძლებლობა თვითდასაქმების გზით გაიჩინონ შემოსავლის წყარო.
პროფესიათა ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
პირველ ეტაპზე, განაცხადის შემოწმება განხორციელდება საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან განმცხადებლის შესაბამისობის მიხედვით. ამ ეტაპს გადალახავს განაცხადი იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს ყველა ქვემოთჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნას:
დევნილმა, რომელსაც სურს გახდეს წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარი, უნდა შეავსოს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული განაცხადი (დანართი N2) და ჩააბაროს სააგენტოში, რომლის მისამართია ქ.თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა ან შევსებული და დასკანერებული განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, შემდეგ მისამართზე: info@livelihood.gov.ge
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 15 აპრილის ჩათვლით.
განმცხადებელმა სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მისი კვალიფიკაციისა და მოწყვლადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.
განაცხადთან ერთად ქვემოთჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულოა:
განაცხადის შევსება შესაძლებელია, როგორც ხელით, ისე ბეჭდურად.
განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე.
დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
უკან დაბრუნება