5000 ლარიანი გრანტები ბიზნესის დასაწყებად

17/09/2015
photo

ორგანიზაციის/მომწოდებლის დასახელება საქართველოს ცენტრალური მთავრობა
ორგანიზაციის/მომწოდებლის ტიპი ცენტრალური მთავრობა
პროექტის/პროგრამის/ინიციატივის დასახელება 5000 ლარიანი გრანტები ბიზნესის დასაწყებად
პროექტის/პროგრამის/ინიციატივის აღწერა მიკრომეწარმეობის პროგრამის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, ეს შეეხება თავდაპირველად თითქმის ყველა სექტორს, დარგსა და მიმართულებას. ეს იქნება როგორც სოფლის მეურნეობა, ინდუსტრიული მიმართულება, ასევე სერვისზე ორიენტირებული საქმიანობის განვითარება. სახელისუფლებო ინიციატივის თანახმად, პროექტი შეეხება არა არსებულ მეწარმეებს, არამედ მათ, ვისაც აქამდე არ ჰქონდა არც ფინანსური რესურსი და არც შესაბამისი უნარები მეწარმეობის დასაწყებად. სწორედ ამ სეგმენტზე გაკეთდება აქცენტი და მოხდება მათი ჩართვა ეკონომიკურ საქმიანობაში. პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ 2-3 წელიწადში სიცოცხლისუნარიანი კომპანიები შეძლებენ გააფართოონ თავიანთი საქმიანობა.
განხორციელების სექტორ(ებ)ი განათლება; სოფლის მეურნეობა; წარმოება;
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი და ბენეფიციარები სოფლად მცხოვრები მოსახლეობა;
სამიზნე რაოდენობა პროექტის/პროგრამის/ინიციატივის ფარგლებში 3 200 მიკრო საწარმო
მიმართულია კონკრეტულად იგპ/დევნილებზე არა
განმახორციელებელი ორგანიზაცია ცენტრალური მთავრობა
განმახორციელებელი პარტნიორ(ებ)ი  
პროექტის სამიზნე რეგიონები მთლიანი საქართველო (აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი და ;
პროექტის განხორციელების კონკრეტული არეალი  
დამფინანსებელი  
პროექტის ბიუჯეტი (მიუთითეთ ვალუტა) 20,000,000 GEL
მხარდაჭერის ტიპი ბენეფიციარებისათვის ფინანსური გრანტი; უკუგება ინვესტიციაზე;
მხარდამჭერი მექანიზმების აღწერა გრანტი გადაეცემა ყველა მსურველს 5000 ლარის ოდენობით 1000 ლარის ოდენობის ქონების ინვესტირების პირობით.
მოთხოვნები ბენეფიციარებისათვის თანამონაწილეობა;
ბენეფიციარებისათვის არსებული მოთხოვნების აღწერა  
საკონტაქტო ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი
სტატუსი მიმდინარე
დაწყების თარიღი 2014-08-06
დასრულების თარიღი 2017-08-06
კომენტარები  
განახლების თარიღი 2015-09-17
ინფო აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ განხორციელებული პროექტის „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“ ფარგლებში.

უკან დაბრუნება