საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „დევნილთა საარსებო წყაროების შექმნის/გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ განმეორებითი საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცა გამოვლინდა.
განმეორებითი საგრანტო კონკურსზე გრანტის საერთო მოცულობამ 100 000 ლარი შეადგინა.
გრანტი გაიცა სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით.
საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაცია - ლოტი N1 სამეგრელო-ზემო სვანეთი - ა(ა)იპ „აფხაზინტერკონტი“.
უკან დაბრუნება