საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „დევნილთა საარსებო წყაროების შექმნის/გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვლინდა. აღნიშნულ ორგანიზაციებზე გაიცემა 3 გრანტი, რომელთა საერთო ღირებულებაც 150 000 ლარს შეადგენს.
საგრანტო კონკურსი გამოცხადებული იყო 4 ლოტზე (სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი), რომელთაგან ერთ-ერთ ლოტზე ვერ გამოვლინდა გამარჯვებული.
გრანტები გაიცა სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით.
გამარჯვებული ორგანიზაციების ჩამონათვალი:
ლოტი N1 - სამეგრელო-ზემო სვანეთი - გამარჯვებული ვერ გამოვლინდა
ლოტი N2 - იმერეთი - „აფხაზინტერკონტი“
ლოტი N3 - შიდა ქართლი - ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“
ლოტი N4 - ქვემო ქართლი - ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“
უკან დაბრუნება