სააგენტოს შესახებ

სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) შეიქნა 2014 წელს. სააგენტოს უპირველესი მიზანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ინტეგრაციის ხელშეწყობა. მიზნის მისაღწევად სააგენტო შეიმუშავებს, ახორციელებს და აფასებს საარსებო წყაროების პროგრამებს, რომლებიც მაქსიმალურად არის მორგებული დევნილთა საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამების განხორციელებისთვის სათანადო ფინანსური რესურსების მოპოვებასა და მართვას.

პროგრამები ითვალისწინებს დევნილებზე გრანტების გაცემას, რათა მოხდეს არსებული შემოსავლის წყაროების გაუმჯობესება ან ახალი წყაროების შექმნა. გარდა გრანტებისა, დიდი ყურადღება ეთმობა დევნილთა გადამზადებას, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და შესაბამისი განათლების მიღების ხელშეწყობას.

პრიორიტეტულია საარსებო წყაროების პროგრამებში დევნილთა მაქსიმალური ჩართულობა. აღნიშნულის მისაღწევად, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს. კოორდინაციის რეგულარული და ეფექტური მექანიზმის მეშვეობით, დევნილებს საშუალება ეძლევათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ დაგეგმილი პროგრამებისა და რეგისტრაციის პროცედურების შესახებ.

დასახული მიზნების მისაღწევად სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფოს დაწესებულებებთან და მუნიციპალიტეტებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, ასევე ფიზიკურ პირებთან. გარდა ამისა, სააგენტო აქტიურად თანამონაწილეობს ყველა ინიცირებულ პროექტში, რომელიც გათვლილია დევნილთათვის საარსებო წყაროების შექმნაზე.

სხვადასხვა სახელმწიფო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითა და მათ მხარდაჭერით სააგენტომ არაერთი წარმატებული პროგრამა განახორციელა.

პარტნიორები
logo საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო logo საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო logo საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო logo პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები logo იუსტიციის სახლი logo სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო logo სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო logo სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო logo სოციალური მომსახურების სააგენტო logo logo აწარმოე საქართველოში logo ევროკავშირი logo გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია logo დანიის ლტოლვილთა საბჭო logo მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ logo ნეტაფიმი