ზუგდიდში, საარსებო წყაროების საინფორმაციო ფორუმი გაიმართა, სადაც მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დევნილებს თავიანთი პროგრამები და პროექტები გააცნეს.
საარსებო წყაროების საინფორმაციო ფორუმზე დევნილებს საშუალება ჰქონდათ, ერთ სივრცეში მიეღოთ სასურველი ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედ საარსებო წყაროების პროგრამების/პროექტების შესახებ.
ფორუმში მონაწილეობდნენ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ დაფინანსებული დევნილებიც, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ღონისძიებაში მონაწილე პირებს.
ღინისშიებაში, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურებიც. ასევე, ფორუმში მონაწილეობდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, საარსებო წყაროების პროექტებს/პროგრამებს ახორციელებენ.
ღონისძიება, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.