სააგენტოში საგრანტო კომისიის შეხვედრები ჩატარდა

04/10/2019

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, „განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი საგრანტო კომისიის შეხვედრები დასრულდა. კომისიამ დღევანდელ შეხვედრაზე 13 განაცხადი განიხილა. შეხვედრები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და განხილულ იქნა 31 საგრანტო განაცხადი. განმცხადებელ დევნილებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ კომისიას და მათთვის დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინათ.

განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და ითვალისწინებს საშუალო და მცირე საგრანტო პაკეტებს დევნილებისათვის. საშუალო საგრანტო პაკეტის ღირებულება 5 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს საგრანტო პაკეტების მიხედვით. მცირე საგრანტო პაკეტის მაქსიმალური ღირებულება კი 3 000 ლარია.

პროგრამის სამიზნე ჯგუფია სამინისტროს სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებული ბენეფიციარები.

პროგრამა მორგებულია დევნილთა საჭიროებებს, რომლებიც წინასწარ ჩატარებული კვლევის საფუძველდე დადგინდა. კვლევის შედეგების ანალიზით პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელდა სოფლის მეურნეობა და სურსათის გადამუშავება.

გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, შემუშავდა საგრანტო პაკეტები, რომელთა შეთავაზება ხდება პროგრამის სამიზნე ჯგუფისათვის.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში, მხარდაჭერის სამი პაკეტია გათვალისწინებული:

-        მინი ტრაქტორი;

-        მოტობლოკი - ძირითადი იმპლემენტებით

-        მრავალწლიანი კულტურები.

სურსათის წარმოება-გადამუშავების სექტორში დასაფინანსებელი მიმართულებები შეზღუდული არ არის.

Photos