დევნილთა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

11/02/2019

დევნილთა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დევნილთა განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის თანახმად,  სასათბურე მეურნეობის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ იმ დევნილ ოჯახებს,  რომლებსაც, პროგრამის გავრცელების არეალში, საკუთრებაში აქვთ შესაბამისი ზომის მიწის ნაკვეთები. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 240 კვ.მ სათბურის მოწყობა. პროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს.  ერთ დევნილ ოჯახზე გრანტის  მაქსიმალური ოდენობა 13 000 ლარით განისაზღვრა. გრანტის მისაღებად აუცილებელია დევნილის მხრიდან თანადაფინანსება.

საგრანტო პროგრამას, სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ ZRDA-სთან ერთად ახორციელებს.

განაცხადების მიღება 11 მარტამდე გაგრძელდება. 

განაცხადები მიიღება პროექტ ზრდას ოფისებში შემდეგ მისამართებზე:

ქ. გორი;   სტალინის ქ. N 27/1

ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. N 48

ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. N 3

ქ. თბილისი, ნ.რამიშვილის ქუჩა I ჩიხი 9

პროგრამის გავრცელების არეალი იხილეთ ბმულზე.

 განაცხადის შემოტანა შეუძლია:

  • განმცხადებელი რეგისტრირებულია სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს  იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სტატუსი აქტიურია;
  • განმცხადებელს პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება დაგეგმილი აქვს იმ მიწაზე, რომლსაც თვითონ ან მისი შინამეურნეობის წევრი ფლობს საკუთრებაში;  
  • განმცხადებელი უნდა ცხოვრობდეს წინამდებარე პროგრამის გავრცელების ერთ-ერთი თემის სოფელში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. სრულყოფილად შევსებული საგრანტო განაცხადი. ფორმა სრულყოფილად შევსებულად ითვლება, თუ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხია გაცემული;
  2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
  3. იმ მიწის ამონაწერი, რომელზეც უნდა განთავსდეს სათბური. გამარჯვებულ ბენეფიციარს ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე დაევალება განახლებული ამონაწერის წარდგენა;  
  4. ცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ან სსიპ იუსტიციის სახლიდან საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთი, რომელზეც უნდა განთავსდეს სასათბურე მეურნეობა წარმოადგენს არა განმცხადებლის, არამედ შინამეურნეობის სხვა რომელიმე წევრის საკუთრებას, განაცხადთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს როგორც განმცხადებლის, ასევე მიწის მესაკუთრე შინამეურნეობის წევრის სახელზე გაცემული ცნობა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ.

პროგრამის ფარგლებში მიღებული განაცხადების შეფასება ხდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე დგინდება განმცხადებლისა და განაცხადის შესაბამისობა პროგრამით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. მეორე ეტაპი გულისხმობს საგრანტო განაცხადის არსებით შეფასებას.

საგრანტო განაცხადი განხილვის მეორე ეტაპზე გადავა პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში.

განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე.

სათბურის მოწყობის ხარჯების გადანაწილება იხილეთ ბმულზე.

პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სასათბურე კონსტრუქციის მახასიათებლები იხილეთ ბმულზე.

პროგრამა სრულად იხილეთ ბმულზე.

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ სააგენტოში ნომერზე: 2 140241/43

Photos