საინფორმაციო კამპანიაში ჩართულ მოხალისეებს გორში ტრენინგი ჩაუტარდათ

14/12/2018

გორში, სსიპ - საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის თემა - „დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამები“ იყო. 

ტრენინგზე მოხალისეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სააგენტოს პროგრამებისა და ქვეყანაში მოქმედ სხვა სახელმწიფო საარსებო წყაროების პროგრამების შესახებ, როგორებიცაა: დასაქმების, საგრანტო, პროფესიული განათლებისა და სხვა პროგრამები.

ტრანინგის დასრულების შემდეგ მოხალისეები, კონკრეტულ მისამართებზე, კარდაკარის პრინციპით, პირადად შეხვდებიან დევნილ ოჯახებს, გააცნობენ სახელმწიფო საარსებო წყაროების პროგრამებს და მათში ჩართვის პროცედურებს. ჯამში, შიდა ქართლის რეგიონში 2000 - ზე მეტი დევნილი ოჯახი პირადად გაეცნობა საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამებს. მოხალისეებს გადაეცათ ბეჭდური მასალები, რომლებსაც ისინი დევნილ ოჯახებს დაურიგებენ. ანალოგიური საინფორმაციო კამპანია უკვე დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც. კამპანიის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, 5000 - მდე დევნილ ოჯახს ექნება ინფორმაცია საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

კამპანია მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პრითა - დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2018-2019 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

აღნიშნულ საინფორმაციო კამპანიას, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო  უკვე მესამე წელია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ ZRDA - სთან პარტნიორობით ახორციელებს.

Photos