მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული დევნილები გამოვლინდნენ

03/09/2018

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ფონდის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული დევნილები გამოვლინდნენ.

იხილეთ სია.

გამარჯვებული პროექტები დაფინანსდა 5000 - დან 10000 ლარამდე.

მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დევნილების მიერ მართული სამეწარმეო საქმიანობა,  რათა გაიზარდოს   მათი საწარმოების ბრუნვა და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. დაფინანსების მისაღებად ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, მეწარმე სუბიექტის მხრიდან დევნილი ან ეკომიგრანტი პირის დასაქმება იყო.

პროგრამა ვრცელდება სამეგრელო - ზემო სვანეთის სამ და ქვემო ქართლის ორ მუნიციპალიტეტში. ესენია: მარნეული, თეთრიწყარო, ფოთი, წალენჯიხა და სენაკი.

მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერა ხორციელდება EPIC (Economic Participation of Internally Displaced Persons and Vulnerable Local Population in the South Caucasus) პროგრამის ფარგლებში გერმანიის ფედერალური მთავრობის და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით.

Photos