საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული დევნილები გამოვლინდნენ

03/08/2018

„დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, კომისიის შეხვედრები ჩატარდა, რომელთა შედეგადაც გამარჯვებულ დევნილთა ვინაობა გამოვლინდა.

იხილეთ გამარჯვებულთა სია.

კომისიის შეხვედრა ორ ეტაპად გაიმართა. სულ განხილულ იქნა 80 შემოსული საგრანტო განაცხადი, საიდანაც კომისიის გადაწყვეტილებით, 50 - მა გაიმარჯვა.

კომისიის შეხვედრებს ესწრებოდნენ თავად განაცხადის ავტოი დევნილებიც, რომლებიც კომისიის წევრებს დამატებით ინფორმაციას აწვდიდნენ მათ მიერ დაგეგმილი პროექტის შესახებ.

პროგრამის ფარგლებში, დევნილებს, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, თვითდასაქმების ხელშეწყობისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, სახელობო იარაღებს გადასცემს. სხვა მსგავსი პროგრამებისგან განსხვავებით ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, თბილისის ჩათვლით. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ დევნილებს, რომლებმაც 2015-2018 წლებში დაასრულეს სახელმწიფო პროფესიული კოლეჯები ან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას ექვემდებარება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური საგრანტო განაცხადები. ინდივიდუალური საგრანტო განაცხადის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე გასაცემი გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 1600 ლარი. დასაშვებია მაქსიმუმ 3 კურსდამთავრებულის გაერთიანება. პროგრამა არ ითვალისწინებს თანადაფინანსებას, დევნილებს მათ მიერ მოთხოვნილი ყველა ნივთი გადაეცემათ ყოველგვარი დანახარჯის გარეშე. პროგრამის ფარგლებში დაშვებულია, როგორც დამწყები, ისე არსებული საქმიანობის ხელშეწყობა თვითდასაქმებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენის გზით. 

2017 წელს, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ დევნილთა საშუალო შემოსავალი 300-დან 500 ლარამდე გაიზარდა.

საგრანტო კომისია შედგებოდა სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებისგან. ასევე, კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ, კონკრეტული დარგის სპეციალისტები, სახწლმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, რომლებიც პროფესიულ დონეზე აფასებდნენ განმცხადებლის შესაძლებლობებს.

Photos