იმერეთის რეგიონში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

13/04/2018

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამების მენეჯერი, იმერეთის რეგიონში, კერძოდ კოპიტნარის დევნილთა ჩასახლებაში და ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ სკოლებში, დევნილ მოსწავლეებს შეხვდა.

შეხვედრაზე, სააგენტოს წარმომადგენელმა, ორი მიმდინარე პროგრამა წარუდგინა მოსწავლეებს, რომლებიც დაკავშირებულია პროფესიულ განათლებასთან. ის დევნილები რომლებიც უკვე არიან ან მიმდინარე წელს გახდებიან სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების სტუდენტები შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ აღნიშნული პროგრამებით.

„დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას“ სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების დევნილ სტუდენტებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირება უფინანსდებათ. პროგრამით უკვე 500 - მდე დევნილი სარგებლობს, მათ შორის რამდენიმე სპეციალური საჭიროების მქონე პირი, რომლებიც კოლეჯში ტაქსით გადაადგილდებიან.

შეხვედრაზე, ასევე საუბარი შედგა „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის“ შესახებაც. პროგრამას სააგენტო გასული წლიდან ახორციელებს და უკვე 50 ბენეფიციარი ჰყავს. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებული დევნილებისთვის, თვითდასაქმების მიზნით,  სახელობო იარაღების შესყიდვა. გასულ წელს, ერთ ბენეფიციარზე გასაცემი გრანტის მოცულობა 1600 ლარს შეადგენდა, როგორც სააგენტოს პროგრამების მენეჯერმა მოსწავლეებს განუცხადა, მიმდინარე წელს დაფინანსება შესაძლოა 2000 ლარამდე გაიზარდოს.

სახელმიფო პროფესიულ კოლეჯებში საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრაცია 10 აპრილს გამოცხადდა და 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ XI, X, XI, XII კლასების მოსწავლეები.

ვრცლად „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას“ შესახებ იხილეთ ბმულზე.

ვრცლად „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის“ შესახებ იხილეთ ბმულზე.