სააგენტომ USAID-ის პროექტთან „ზრდა საქართველოში“ მემორანდუმი გააფორმა

30/03/2018

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტთან „ზრდა საქართველოში“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის თანახმად, სააგენტო და პროექტი „ზრდა საქართველოში“ერთობლივად განახორციელებენ „განსახლებულ დევნილთა მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას“ რისთვისაც თითოეული მხარე 100 000 ლარს გამოყოფს.

მემორანდუმს ხელი, სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ და პროექტის „ზრდა საქართველოში“ მენეჯერმა ბრაიან კინგმა მოაწერეს.

საგრანტო პროგრამის თანახმად,  გრანტები გაიცემა სასათბურე მეურნეობის დასაწყებად ან განსავითარებლად. დაფინანსება ეხება იმ დევნილ ოჯახებს,  რომლებსაც დევნილთა სამინისტრომ პროექტის „სოფლად სახლი“ ფარგლებში საცხოვრებელი ფართები უკვე  შეუსყიდა. თითოეულ დაფინანსებულ ოჯახს შესაძლებლობა ეძლევა მოაწყოს 240 მ2 სასათბურე მეურნეობა. დაფინანსებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრებ დევნილებს.  პროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს.  დევნილ ოჯახზე გრანტის  მაქსიმალური ოდენობა 10 000 ლარით განისაზღვრა.

განაცხადების მიღება დღეიდან, 30 მარტიდან დაიწყო და 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადები მიიღება პროექტ ZRDA-ს ოფისებში შემდეგ მისამართებზე:

ქ. გორი;   სტალინის ქ. N 27/1

ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. N 48

ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. N 3

ქ. თბილისი, ნ.რამიშვილის ქუჩა I ჩიხი 9

წარსადგენი დოკუმენტაცია და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

Photos