ტრანსპორტირების საფასური კიდევ 212 დევნილ სტუდენტს დაუფინანსდება

13/03/2018

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში კომისიის შეხვედრა გაიმართა.

კომისამ, რომელიც ოთხ ეტაპად ჩატარდა, 235 განაცხადი განიხილა, საიდანაც 212 განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 212 დევნილ სტუდენტს, რომლებიც სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში სწავლობენ, ტრანსპორტირების საფასურს აუნაზღაურებს.

„დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა“ სააგენტოში 2016 წლიდან მიმდინარეობს. პროგრამის თანახმად, ყველა დევნილს, რომელიც 2016-2017 წლებში ჩაირიცხა სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სააგენტო, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს აუნაზღაურებს. ჯამში სააგენტო 500 - მდე დევნილს აფინანსებს.

დევნილმა, რომელსაც სურს გახდეს წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარი, წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში უნდა შეავსოს განაცხადი და ჩააბაროს სააგენტოში, მისამართზე - ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა ან სკანირებული განაცხადი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე - info@livelihood.gov.ge

პროგრამა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

Photos