სააგენტოს დირექტორი უკრაინის დელეგაციას შეხვდა

05/02/2018

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ირაკლი უჯმაჯურიძე, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

უკრაინის დელეგაციის ვიზიტის მიზანია, საქართველოს გამოცდილების გაზიარება იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართულებით. შეხვედრაზე, სააგენტოს დირექტორმა დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა წარადგინა და მის შესრულებაში სააგენტოს როლზე ისაუბრა. ასევე, სააგენტოს პროგრამების მენეჯერმა, შეხვედრაში მონაწილე პირებს, სააგენტოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები გააცნო.

შეხვედრა ჩატარდა პროექტს „ტექნიკური დახმარება უკრაინის მთავრობას საქართველოს გამოცდილების გაზიარების გზით“ ფარგლებში, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

Photos