სააგენტოს დირექტორმა ზემო სვანეთში საბავშვო ბაღები მოინახულა

28/12/2017

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ ზემო სვანეთში დაფინანსებული ბაღები მოინახულა.

ზემო სვანეთში, პროგრამის  „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ფარგლებში, 10 საბავშვო ბაღი დაფინანსდა. პროგრამის ფარგლებში შექმნილი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსება მიიღო : მესტიის N1, მესტიის N2, სოფ. იდლიანის, სოფ. ნაკრას, სოფ. იფარის, სოფ. ლატალის, სოფ. მულახის, სოფ. ხაიშის, სოფ. ჭუბერის, და სოფ. ბეჩოს საბავშვო ბაღებმა. მიღებული გრანტის შედეგად, საბავშვო ბაღებში მოეწყო და სრულად აღიჭურვა რესურს ოთახები,  შეძენილ იქნა სამზარეულოს ტექნიკა და სხვადასხვა სახის ავეჯი: სკამები, მაგიდები, კარადები. ჯამში ზემო სვანეთის რეგიონში გრანტის მოცულობამ 78047 ლარი შეადგინა. გაუმჯობესებული პირობებით, 350 – მდე ბავშვი სარგებლობს.

პროგრამის  „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 48 საბავშვო ბაღი დაფინანსდა, სადაც 2 700 - მდე აღსაზრდელი სწავლობს. შედეგად მოეწყო ღია გასართობი მოედნები, სრულად აღიჭურვა ბავშვთა საძინებელი ოთახები, მოეწყო სამზარეულო, საგარდერობე და რესურს  ოთახები. გრანტის მაქსიმალური ოდენობა, ერთ ბაღზე, 10 000 ლარი იყო.

აღნიშნულ საგრანტო პროგრამა დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად, ევროკავშირის დაფინანსებით, განახორციელა. 

Photos