პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულ დევნილებს სახელობო იარაღები გადაეცათ

27/12/2017

საქათველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ,  50 დევნილს სახელობო იარაღები გადასცეს.

აღნიშნული იარაღები დევნილებს, სააგენტოს ახალი საგრანტო პროგრამის - „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა“, ფარგლებში გადაეცათ. პროგრამა, სააგენტოში მიმდინარე წელს შემუშავდა და მისი მიზანია, დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობა მათთვის სახელობო იარაღების შესყიდვის გზით. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ დევნილს, რომელმაც 2016-2017 წლებში დაამთავრა სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი.  პროგრამის ფარგლებში შეირჩა 52 პროფესია, რომლის კურსდამთავრებულსაც აქვს შესაძლებლობა თვითდასაქმების გზით გაიჩინონ შემოსავლის წყარო. გრანტის მაქსიმალური ოდენობა ერთ ბენეფიციარზე 1600 ლარია. პროგრამის ფარგლებში დაშვებული იყო, როგორც დამწყები, ისე არსებული საქმიანობის ხელშეწყობა თვითდასაქმებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენის გზით. 

პროგრამაში მონაწილეობა 100 - მდე დევნილმა მიიღო, საიდანაც, პროგრამის ფარგლებში შექმნილმა საგრანტო კომისიამ 50 განაცხადი შეარჩია. საგრანტო კომისია შედგებოდა დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლყოლვილთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და სათათბირო ხმის მიცემის უფლებით, სახელმწიფო პროფესიული კომლეჯების წარმომადგენლებისგან.

Photos