კომისიამ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული დევნილები გამოავლინა

16/06/2017

პროგრამის „მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“ ფარგლებში, მომუშავე საგრანტო კომისიამ, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან შემოსული 102 განაცხადი განიხილა, საიდანაც 65 - ზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. დაფინანსებული აპლიკაციებიდან ერთი ჯგუფური განაცხადია.

იხილეთ სია.

საგრანტო კომისია შედგება დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ლტოლვილთა დანიის საბჭოს, ფონდი „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ და  კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს წარმომადგენლებისგან.

ზემოთაღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას. მის მიზანს წარმოადგენს ერთი მხრივ, მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით და მეორე მხრივ, სახელმწიფოზე დამოკიდებულებიდან თვითკმარობაზე გადასვლის უზრუნველყოფა.

პროექტის ბენეფიციარი შეიძლება გახდეს პირი, თუ ის არის:

  • მარტოხელა მშობელი, რომელიც ზრუნავს არასრულწლოვან (18 წლამდე ასაკის) შვილ(ებ)ზე;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის მქონე (პირველი და მეორე ჯგუფი) ან პირი, რომლის ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (პირველი და მეორე ჯგუფი);
  • 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდა, რომელიც მართვას ოჯახს - დამოუკიდებლად უვლის არასრულწლოვან დედმამიშვილებს, როცა: ა)ორივე მშობელი გარდაცვლილია; ბ)ორივე მშობელი მიჩნეულია ქმედუუნაროდ (ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად); გ) ერთ-ერთი მშობელი გარდაცვლია, ხოლო მერე- მიცნეულია ქმედუუნაროდ (ცნობილია მხარდაჭერის მიმხღებად).
  • ხანდაზმული პირ(ებ)ი (60 წლის და მეტი ასაკის), რომელიც მართავს ოჯახს - დამოუკიდებლად ზრდის არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილ(ებ)ს;
  • ჯგუფი (3-5 ოჯახი), სადაც გაერთიანებულია ზემოაღნიშნული პირების უმრავლესობა და ერთი დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლები არიან.

საგრანტო განაცხადების მიიღება შესაძლებელია:

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში - ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში:

-         აჭარისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო, ქ. ზუგდიდი, ხუბულავას ქ N6

-         იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო, ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27

საგრანტო განაცხადის გაკეთება ასევე შესაძლებელია: გურჯაანის, ბათუმის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, ქუთაისის, მარნეულის, თიანეთის, თელავის, ყვარლისა და მესტიის იუსტიციის სახლებში.

გარდა ამისა, განაცხადების მიღება მიმდინარეობს: კაზრეთის, სართიჭალის, მარტყოფის, მეჯვრისხევის, ორსანტიის, კოდის, სადახლოს, დიდი ჯიხაიშის, ჩაქვის, ჯვარის, გეგუთისა და გომის საზოგადოებრივი ცენტრებშიც.

პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.